თეთრი ხავსი

/ 1 კმ, 3 სთ, საფეხმავლო, მარტივი /

მდ. შავ ღელეზე  გადასასვლისას ვიზიტორი ნახავს საქართველოს ფლორის ისეთ იშვიათ სახეობებს, როგორიცაა: შხაპრი, ყვითელი დუმფარა, ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ცხენისკბილა, შემდეგ მოუხვევს მარჯვნივ მდ. შავ ღელეზე გადასასვლელი ხიდიდან,  ჭილიანი ცენოზის გავლის შემდეგ უკვე იწყება ისპანის ნაკრძალი - მსოფლიოს პირველი პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარი ისპანი 2.  ვიზიტორი გაივლის ლიანებით გადახლართულ მურყნარ ტყეს, სანამ სფაგნუმიან საფარველს მიაღწევს  გაივლის გამყივარების დროინდელი სახეობის, სამეფო გვიმრის  საბურველქვეშ.  სფაგნუმის „ხალიჩაზე“ გადაადგილებისას, იმის გამო, რომ ზიანი არ მიადგეს ეკოსისტემისათვის დამახასიათებელ, უნიკალურ ჰიდროლოგიურ რეჟიმს და ვიზიტორებს გაუადვილდეთ გადაადგილება,  დაცული ტერიტორიის  ადმინისტრაციას ამ მიზნით გააჩნია სპეციალური თხილამურები გასაქირავებლად.

ფოტო გალერეა
ჰიფსომეტრიული რუკა