დროზერას ბილიკი

 

მანძლი 1 კმ., ხანგძლივობა 3 სთ., მარტივი / საფეხმავლო

ბილიკი მიერმართება სახელმწიფო ნაკრძალის სამხრეთ დასავლეთით, სადაც განთავსებულია საინფორმაციო დაფები, რომლებიც მოგვითხრობენ უნიკალური ეკო-სისტემის შესახებ. გადასასვლელი ხიდით გადავდივართ ე.წ „სმეკალოვკის" არხზე და ისევ საფეხმავლო ბილიკით მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. ამ ტურისტული მარშუტით ვიზიტორს შეუძლია მოინახულოს ქობულეთის აღკვეთილი ისპანი I, რომელიც წარმოადგენს ანთროპოგენულად ძლიერ სახეშეცვლილ ჭარბტენიანი ლანდშაფტის კლასიკურ მაგალითს. ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ სფაგნუმის ბალიშებზე მოზარდი მცენარეები, როგორიცაა: მწერიჭამია დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, კავკასიის და თეთრი რინხოსპორა, ულამაზესი ჯადვარი, მაისის თვეში აყვავებული შქერი, იელი და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სამეფო გვიმრა. გაატარეთ ზაფხული შავი ზღვის სანაპიროზე და პარალელურად იმოგზაურეთ გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დროინდელ, დღემდე შემორჩენილ შორეული ჩრდილოეთის ფლორის თავშესაფრებში. იხილეთ გადამფრენი ფრინველები ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას, იხილეთ საქართველოს წითელი წიგნის ბინადარი ენდემური და რელიქტური სახეობები.. გადაიღეთ სამოყვარულო ფოტოები... და რაც მთავარია, ტურისტებს ელით ღიმილიანი და თბილი მიღება-დახვედრა, ნებისმიერი ტურისტი აღმოჩნდება ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელთა უდიდესი ყურადღების გარემოცვაში.

ფოტო გალერეა
ჰიფსომეტრიული რუკა