გონთა
/ 49 კმ, 3 დღე, საცხენოსნო, რთული /
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, უნიკალური ალპური მდელოები, სოფელ დოჭუს საცხოვრებელი არქიტექტურა.
მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან, გაივლის სოფელ ზემო ომალოს და ეშვება ქუეს მინდორზე, რომელიც პირიქითა, გომეწრისა და ჩაღმის თემების გზაგასაყარია. აქედან წითელთის ფიჭვნარი ფერდობის საცხენოსნო ბილიკი ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე - ღელეზე.
ღელედან გზა მიუყვება წყალგამყოფ ქედს, საიდანაც მოჩანს ორივე ხეობის (პირიქითასადა გომეწრის) ულამაზესი ლანდშაფტები. ალპური ზონის გავლით ბილიკი მიდის გონთაიმდე (მაკრატელას ქედი, რომელიც არის პირიქითის და გომეწრის წყალგამყოფი) და შემდეგ ნაყაიჩოს უღელტეხილის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს ზღვის დონდან 2,900 მ-ის სიმაღლეზე. ნაყაიჩოდან ბილიკი ეშვება დადიკურთაში, რომელიც ზღვის დონიდან 2,300 მეტრ სიმაღლეზეა. ბილიკი შედის სოფელ ვერხოვანში, რომელსაც ამშვენებს ყველაზე მაღალი კოშკი თუშეთში. მას მოსდევს სოფელი ჯვარბოსელი, რომელსაც თავზე ადგას ულამაზესი სოფლები: ვეძისხევი, კოკლათა, ალისგორი. გზა დაუყვება გომეწრის ხეობას, საიდანაც მოჩანს გაღმა-გამოღმა მდებარე თუშური სოფლები. გზად შესაძლებელია ღამის გათევა სოფელ დოჭუში, ტრადიციულად მოწყობილ საოჯახო სასტუმროში. სოფელ ბოჭორნიდან უკვე გზა მიდის ქუე-ომალოს მიმართულებით.
მარშრუტზე სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ქვემო ომალოში, გონთაიზე, სოფელ დადიკურთაში, სოფელ ვერხოვანში, სოფელ ბოჭორნაში. გზადაგზა ასევე გვხვდება პატარ-პატარა ბუნებრივი წყაროები.
მარშუტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას განლაგებულია მეცხვარეების სადგომები.