ორეთი











/ 18 კმ, 1–2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ორეთის ტბიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები, კავკასიური შურთხი და სხვა ფრინველები; ბილიკზე მოგზაურობისას მსხვილი ძუძუმწოვარი ცხოველების ან მათი ნაკვალევის (შველი, ნიამორი, დათვი და სხვ.;) ნახვის შესაძლებლობა.

მარშრუტი იწყება სოფელ ქვემო ომალოში ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან ქვეითი ბილიკი ადის ორეთის ტბაზე. ქუმელაურთის შემდეგ, ბილიკზე წყაროები აღარ გვხვდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მომარაგება. ცხენით ორეთის ტბამდე მისვლა და ომალოში დაბრუნება შესაძლებელია ერთ დღეში. ფეხით ლაშქრობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ღამის გათევა ორეთის ტბაზე. ტბასთან ახლოს არის წყარო და საკარვე ადგილი.

ორეთის ტბის მიდამოებიდან იშლება ულამაზესი ხედები, საიდანაც მოჩანს თითქმის მთელი თუშეთი. ორეთის ტბის მიდამოებში ორი ენდემური სახეობა - კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი ბინადრობს. ეს ფრინველები, ჩვეულებრივ, საღამოს და დილის საათებში აქტიურობენ და მათი დანახვა და მოსმენა ამ დროს არის შესაძლებელი. ორეთის ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება ვიზიტორებმა შენიშნონ შველი, ნიამორი, დათვი, იშვიათად მგელი და ფოცხვერი. მათი ნაკვალევი კი ბილიკზე მრავლადაა.

ტურის აღწერა:

დღე I: სოფელი ომალო - ორეთის ტბა (9.5 კმ), ღამის გათევა კარავში ორეთის ტბის სიახლოვეს.

დღე II: ორეთის ტბა - სოფელი ომალო (8.5 კმ).

ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა