ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და არწივის ხეობის, ალაზნის ჭალისა („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანების ბუნების ძეგლებს აერთიანებს.
ვიზიტორთა ცენტრი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5
ვაშლოვანის უნიკალურ ლანდშაფტს, ტყისა და ჭალის ეკოსისტემებს, სემიარიდულ ტერიტორიებს, ქარის გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილ ეროზირებულ მთებს, რომლებსაც „არეულებს“ ეძახიან, კანიონებს, ხეობებსა და ხრამებს 7 მარშრუტი ფარავს და ვიზიტორებს 1 და 2 დღიანი სამანქანო, ველო და საფარიტურების ფართო არჩევანს სთავაზობს.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ვაშლოვანის დ.ტ-ებზე შესვლის გადასახადი (საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისათვის) 1 ადამიანი - 5 ლარი;
- ვაშლოვანის დ.ტ-ებზე შესვლის გადასახადი (გარდა საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისა) 1 ადამიანი - 10 ლარი;
- პარკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება 1 სატრანსპორტო საშუალება - 50 ლარი;
- სპორტული თევზაობა. დღიური ლიმიტი განისაზღვრება 10 კგ-მდე. (შენიშვნა - იმ შემთხვევაში თუ დაჭერილი ერთი თევზის წონა აღემატება 10 კილოგრამს, დასაშვებია მხოლოდ ერთი ცალის დაჭერა) 1 ადამიანი / 1 დღე - 10 ლარი;
- საფარი ტური (8 ადგილიანი) 1 ტური - 400 ლარი;
- საკარვე ადგილი 1 ადამიანი / 1 დღე - 10 ლარი;
- კარავი 1 დღე - 20 ლარი;
- პარალონი 1 დღე - 5 ლარი;
- საძილე ტომარა 1 დღე - 10 ლარი;
- ზურგჩანთა 1 დღე - 10 ლარი;
- ჭოგრიტი 1 დღე - 10 ლარი;
- ჰამაკი 1 დღე - 15 ლარი;
- საკონფერენციო დარბაზი (35 ადამიანზე) -1 დღე - 200 ლარი;
- ვაშლოვანის ეროვნული პარკის (მათ შორის, მოიცავს: მიჯნის ყურეს, შავ მთას, პანტიშარას, დათვის ხევს, ცენტრალურ ბუნგალოებს, ვაშლოვანის დაცვისსადგურს და ვოლიერს) ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლის ფასი - 1 ავტომობილი 5 ლარი. ფასი სკოლის მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის - 2 ლარი;
- ტახტი - თეფას ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლის ფასი - 1 ავტომობილი 5 ლარი. ფასი სკოლის მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის - 2 ლარი;
- ალაზნის ჭალას ("კაკლის ყურე") ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლის ფასი - 1 ავტომობილი 5 ლარი. ფასი სკოლის მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის - 2 ლარი;
შენიშვნა: დღიური ლიმიტი განისაზღვრება 20კგ- მდე (იმ შემთხვევაში თუ დაჭერილი ერთი თევზის წონა აღემატება 20 კგ.-ს, დასაშვებია მხოლოდ ერთი ცალი თევზის დაჭერა) 1 ადამიანი/1 დღე - 5 ლარი;
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, აქტიური სეზონი კი მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გრძელდება
- ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი).
- სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისათვის საუკეთესო პერიოდია აპრილიდან ივლისის ბოლომდე.
- მცენარეთა ენდემური სახეობების (ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, ველის იორდასალამი და სხვ.) ყვავილობის პეროდია აპრილიდან მაისის ბოლომდე.
- საკმლის ხის ნაყოფის მწიფობა და თრიმლის ფოთლების შეფერილობის ცვლილება გრძელდება სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით.
გაფრთხილება
სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციებზე:
მიჯნისყურე, კაკლისყურე, ჰერეთის ფონი, ტახტი - თეფა, ქურციკების ვოლიერი, ახისწყალი.
საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული
შენიშვნა: * საზღვრისპირა ტერიტორიაზე - მიჯნისყურე, ტახტი-თეფასა და კაკლის ყურეში გადაადგილებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში (ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5), რისთვისაც თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
შენიშვნა: ** ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით
განთავსება
- N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9 ცენტრალური ბუნგალო 1 დღე / 2 ადგილიანი - 150 ლარი;
- N1, N2, N3, N4, N5, N6 მიჯნისყირის ბუნგალო 1 დღე / 5 ადგილიანი - 150 ლარი;
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ნინო სეთურიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ: 577 10 18 49, ელფოსტა: nseturidze13@gmail.com
დალი თავდიდიშვილი, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი
ტელ: 591 04 67 00
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე


