კინტრიშის დაცული ტერიტორიები

კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი ადმინისტრაცია ქობულეთში, ვიზიტორთა ცენტრი კი სოფ. ცხემვანში, ადმინისტრაციიდან 24 კმ-შია განლაგებული. 

ადმინისტრაცია: ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის #271
ვიზიტორთა ცენტრი:  ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხემვანი

რელიქტური ტყეებითა და მცენარეთა ენდემური სახეობებით გამორჩეული ტერიტორია ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშუტს, "თამარის თაღოვანი ხიდის" 1-დღიან საფეხმავლო და "უთხოვარის და ტბა ტბიყელის" 2-დღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. 

 

 


 

 

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • კარავი -10 ლარი;
  • პარალონი - 3 ლარი;
  • საძილე ტომარა - 5 ლარი;
  • ზურგჩანთა -5 ლარი;
  • ცხენი - 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 30 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 1 ადამიანი -  5 ლარი.

თამარის თაღოვანი ხიდისა და ბზის კორომის ტური ხორცილდება მთელი წლის განმავლობაში, ხოლო უთხოვარი და ტბა ტბიყელის ტური აპრილიდან ნოემბრამდე.

შენიშვნა: სოფ. ცხემვანიდან ხინომდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანით.


განთავსება

  • ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში, სოფ. ცხემვანი: 1 ადამიანი - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი.


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნანა ნოღაიდელი, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 577 59 21 12, ელფოსტა: kintrishis@mail.ru

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ MyGeorgia-ზე
გვიპოვეთ Google Maps-ზე