მაჭახელას ეროვნული პარკი

მოგზაურობისას გთხოვთ გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის  შემუშავებული რეკომენდაციები.

/შეიქმნა 2012 წელს/

ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

მისამართი: ხელვაჩურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი

მაჭახელას ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საქართველოს სახელმწიფოს შემადგგენლობაში შემავალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზ.დ.-დან საშუალოდ   300-350 მ-ზე მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარება წარმოადგენს. 

პარკის ტერიტორიის 95% ტყით და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული, აქ ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნისა და სმირნოვის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

აჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე.

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • კარავი - 10 ლარი⁣

  • საძილე ტომარა - 5 ლარი⁣

  • პარალონი - 3 ლარი⁣

  • საკარვე ადგილი - 5 ლარი⁣

  • ჰამაკი - 5 ლარი⁣

  • ჭოგრიტი - 10 ლარი⁣

  • საპიკნიკე მაგიდა 6 კაციანი - 10 ლარი; სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი⁣

  • საპიკნიკე მაგიდა 10 კაციანი - 15 ლარი; სტუდენტი და მოსწავლე - 10 ლარი

შენიშვნა: ქოქოლეთის ბილიკზე ტურის დაწყებამდე აუცილებელია 5 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან - საშვის მიღებისთვის, რადგანაც ეს არის სასაზღვრო ზოლი.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი -  ნანა ბაუჟაძე

ტელ: 5 95 08 60 75  |   ელ.ფოსტა: nana.baujadze@gmail.com

 


ტურისტული ბილიკები

სასტუმროები

გვიპოვეთ Google Map-ზე