ოკაცეს ჩანჩქერი


მოგზაურობისას გთხოვთ გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის  შემუშავებული რეკომენდაციები.

ოკაცეს ჩანჩქერი

ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხაში მდებარეობს.

ოკაცეს ჩანჩქერი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადია. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან - პრომეთეს მღვიმედან 50, ხოლო  მარტვილის კანიონიდან 32  კილომეტრში მდებარეობს.

მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხა, 843 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 29.738 E42 33.032

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი. თბილისიდან ხონი დაშორებულია 260 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;

ქ. ხონი - სოფ. კინჩხა - 26 კმ; ხანგრძლივობა - 40 წთ;

სოფ. გორდი, ოკაცეს  კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი - სოფ. კინჩხა - 5 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;

სოფ. კინჩხა - ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  - 2,1 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);

ღამის გათევა შესაძლებელია კინჩხასა და გორდში არსებულ საოჯახო სასტუმროებში.

მომსახურების სახეები და ღირებულება

  • ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
  • ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) 5.50 ლარი;
  • ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანების - 10.35 ლარი.
    საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.25 ლარი;
  • მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო;
  • ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო;

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - ხათუნა გელენიძე

ტელ: 591 54 15 22 |   ელ.ფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com

 

 გვიპოვეთ Google Map-ზე