ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის #271

3 მარტივ, საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების განმავლობაში შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4 მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს გადაღება. გარდა ტურებისა, მსურველებს სფაგნუმის ტორფნარზე ჭაობის თხილამურებით გასეირნების საშუალებაც აქვთ. 






ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • საკონფერენციო დარბაზი (15 ადამიანზე) - 35 ლარი;
  • ჭაობის თხილამურები - 2 ლარი;
  • ჭოგრიტი: 1 საათი  - 2 ლარი.

ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი).
  • მწერიჭამია დროზერას ნახვა შესაძლებელია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

განთავსება


  • ვიზიტორთა ცენტრში არსებული სასტუმრო 1 ადამიანი 1 დღე - 100 ლარი; 2 ადამიანი - 150 ლარი; 3 ადამიანი - 200 ლარი; ( 6-დან 12 წლამდე ბავშვი -50%; 6 წლამდე ბავშვი უფასო) 
  • ერთადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. ქობულეთი: ოქტომბერი-ივნისი - 20 ლარი, ივლისი-სექტემბერი - 30 ლარი;
  • ორადგილიანი ნომერი ვიზიტორთა ცენტრში, ქ. ქობულეთი: ოქტომბერი-ივნისი - 30 ლარი, ივლისი-სექტემბერი - 45 ლარი.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:

თამარ გოგიტიძე,ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი, ტელ: 577 10 18 97
ელ-ფოსტა: tamar7gogitidze@gmail.com

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ MyGeorgia-ზე
გვიპოვეთ Google Maps-ზე