2026 წლის პირველ კვარტალში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 117 ფაქტი გამოავლინეს

2026 წლის პირველ კვარტალში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 117 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედებებია, მათ შორის, ხის ჭრა, ნადირობა, თევზაობა, იარაღით გადაადგილება, უკანონო ძოვება.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეტს იცავს.

ეფექტიანი მონიტორინგისთვის რეინჯერები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ, მათ შორის: SMART სისტემებს, ფოტოხაფანგებს, სითბურ დრონებს, რაც ხელს უწყობს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციას, დროულ გამოვლენასა და რეაგირებას.