4 თებერვალს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხვილვა გაიმართა

4 თებერვალს დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხვილვა.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,მ3“-ის მიერ.
კომპანიის მიერ ჩატარებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების შემდგომ დაცული ტერიტორიების სააგენტოში 2019 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, კერძოდ კი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი, ჯამური ცხრილები, ტაქსაციური აღწერები უბნების მიხედვით და კარტოგრაფიული მასალები.
აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://bit.ly/31qdQRu