ალგეთის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ალგეთის ეროვნული პარკის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება № 110-ში (2014 წლის 12 მარტი) მოცემული პროცედურების სრული დაცვით, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო (SPPA)-ს მხარდაჭერით, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ასევე, „ალგეთის ეროვნული პარკის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.