"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის" პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის" პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში, 4 დეკემბერს, გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

"ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის" პროექტი შემუშავდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით.

დაინტერესებული მხარეების ინფორმირების მიზნით, დოკუმენტი 2020 წლის 4 ნოემბერს წინასწარ გამოქვეყნდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე apa.gov.ge. დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების გამოგზავნა კი შესაძლებელი იყო სააგენტოს ელ.ფოსტაზე: pr.apa.gov@gmail.com.

ონლაინ განხილვაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, 4 დეკემბრამდე სურვილის გამოთქმის შემთხვევაში.