ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების - 3 ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით:
⚠️ აუქციონში გამარჯვებული ვადლებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის:
✅ მოაწყოს არანაკლებ 50 მეტრის სიგრძის დამოუკიდებელი პირსი და ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმების დაცვით განახორციელოს მისი ოპერირება
✅ პონტონებს ჩაუტაროს რემონტი
⚠️ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ექსპლუატაციის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/2Rp6QAv