ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მოაწყოს:

 კანიონის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასასვლელი ჩაკიდული
საფეხმავლო ხიდი;
 კანიონის მთავარ შესასვლელ პუნქტამდე დასაბრუნებელი საფეხმავლო ბილიკი;
 საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ არანაკლებ 4 ერთეული კანიონზე გადასახედი;
 არანაკლებ 3 ერთეული ფანჩატური;
 არანაკლებ 5 ერთეული მოსასვენებელი სკამი;
 არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი;
 ზიპ-ლაინი.

გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში.

 აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და აუქციონში მონაწილეობისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/2UCmCcV