ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 14700 კვ. მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით 45 წლის ვადით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უზრუნველყოს ნაკვეთზე დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) 25 ერთეულ კოტეჯს და ბავშვთა გასართობ მოედანს, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად.
გამარჯვებული ვალდებულია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს