ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქ. ფოთში, გურიის ქუჩა N222-ში მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის (ოთხი ერთეული კოტეჯი, სამი ერთეული საპიკნიკე ნაგებობა, ერთი ერთეული საცეცხლური, შვიდი ერთეული კაიაკი და ერთი ერთეული ჰიდროციკლი) სარგებლობის უფლებით იჯარით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
✅ შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს ქ. ფოთში, გურიის ქუჩა N222-ში მდებარე 4 ერთეული კოტეჯის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ხოლო 3 ერთეული საპიკნიკე ნაგებობის და ერთი ერთეული საცეცხლურის აღდგენა/გაუმჯობესება;
✅ განახორციელოს არანაკლებ 60 000 ლარის ინვესტიცია
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს