გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPS) წარმომადგენლობის მიღება გაიმართა. მიღების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, საქმეთა რწმუნებულმა, დაესუ ჩანგმა საქართველო-კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.