მარტვილის კანიონის მაშველებს გადამზადების სპეციალური კურსი ჩაუტარდათ

დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ვიზიტორთა უსაფრთხოების სისტემის სრულყოფისათვის სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის გადამზადების კურსები.
სამეგრელოს რეგიონში, მარტვილის კანიონზე მაშველებმა საერთაშორისო აკრედიტაციის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს და უახლესი სტანდარტების, თანამედროვე სამაშველო აღჭურვილობა მიიღეს.
გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, მაშველებს კვალიფიკაციის დამდასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.