სამუშაო შეხვედრა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების შესახებ

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ორგანიზებით, ეკოტურისტული პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიის განახლებასა და კონკრეტული ქმედებების დაგეგმვას. 

შეხვედრაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსგავსი სახის შეხვედრის ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.