საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იქნება დაკეტილი
ყურადღება!
ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იქნება დაკეტილი.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გისურვებთ ჯანმრთელობას!