ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - “Welcome to Georgia”

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

“Welcome to Georgia” რუსთაველის თეატრში გაიმართა და მასზე ტრადიციულად ის კომპანიები და ბრენდები დაჯილდოვდნენ, რომელთაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებაში და ცნობადობის გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ვალერიან მჭედლიძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში. რეგიონებში დაცული ტერიტორიების დაარსებით, მატულობს ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სააგენტო  მუშაობს ახალი ეკოტურისტული მიმართულებების შექმნაზე.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება უკვე მეოთხე წელია ტარდება და დაცული ტერიტორიების სააგენტო მისი აქტიური მხარდამჭერია. პროექტის “Welcome to Georgia” მიზანია, წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია.