აჯამეთის რეგიონის დამატებითი ღირსშესანიშნაობანი

აჯამეთის აღკვეთილის მიმდებარედ შესაძლებელია შემდეგი ისტორიულ კულტურული ძეგლების მინახულება:

  • დაბა ვარციხე - რომელიც ანტიკური ქალაქის როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული. ვარციხის ღვინისა და კონიაკის ქარხანა – აგებული 1860წ. მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 0.5 კმ.

  • სოფ. ვარციხის "ონანოვების" სახელობის სამთავრობო რეზიდენცია – აგებული 1860წ. მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 0,5 კმ.

  • ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ. მუზეუმი – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მანძილი აღკვეთილის ადმინისტრაციიდან 8 კმ.

  • ბაღდათი–ვანის ეპარქიის უძველესი რეზიდენცია – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მანძილი აღკვეთილის ადმინისტრაციიდან 8 კმ.

  • სოფ. ვარციხის ციხე–სიმაგრის (ე.წ. თამარ მეფის მოსასვენებელი საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევები) – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხეში. მანძილი ადმინისტრაციიდან 3 კმ.

  • კეთილმოწყობილი კურორტი საირმე – მანძილი აღკვეთილის ადმინისტრაციიდან 30 კმ.
  • სოფ. გეგუთის ციხე–სიმაგრის ნანგრევები (ე.წ. ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლე) – აგებულია XI ს. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ გეგუთში, მანძილი ქ. ქუთაისიდან 5 კმ, ხოლო აჯამეთის აღკვეთილიდან - 10 კმ.