ალგეთის დამატებითი ღირსშესანიშნაობანი
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა ისტორიულ კულტურული ძეგლები:
- დიდგორის ველი საზოგადოდ ცნობილი „დიდგორის“ ველი, სადაც 1121წ. მოხდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბრძოლა მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 25 კმ-ში, მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით. ფოტო გალერეა
- არსენას გამოქვაბული არსენას გამოქვაბული მდებარეობს ალგეთის ეროვნულ პარკში დაბა მანგლისიდან 1 კმ-ში, ლეგენდის მიხედვით აღნიშნული ძეგლი წარმოადგენდა სახალხო გმირის არსენა ოძელაშვილის ერთ-ერთ თავშესაფარს, მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. ფოტო გალერეა
- მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაძეგლი მდებარეობს დაბა მანგლისის განაპირას, ეროვნული პარკის მთავარ შესასვლელთან და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მართმადიდებლურ ტაძარს საქართველოში, რომლის პირველადი სახე ჯერ კიდევ 4 საუკუნეშია აგებული. მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით. ფოტო გალერეა
- კლდეკარის ციხე-სიმაგრე კლდეკარის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე მდებარეობს ალგეთის ეროვნულ პარკში, დაბა მანგლისიდან 25 კმ-ში. ეროვნული პარკის გავლით, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით, ხოლო წალკის რაიონიდან სოფელ ჩოლიანის გავლით ნებისმერი ტრანსპორტით. ფოტო გალერეა
- ბირთვისის ციხე-სიმაგრე ბირთვისის ციხე-სიმაგრე წარმოადგენს 11 საუკუნის ძეგლს და მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 30კმ-ში. დაბა მანგლისიდან მიუყვებით გზას სოფელ ფარცხისის მიმართულებით ხოლო იქიდან აღმოსავლეთით 7კმ-ში მდებარეობს აღნიშნული ძეგლი. მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით ბირთვისების მიმდებარედ, ხოლო იქედან საცალფეხო ბილიკით ბირთვისის ციხე-სიმაგრისკენ. ფოტო გალერეა