ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დამატებითი ღირსშესანიშნაობები
ჯავახეთის რეგიონში ვიზიტისას შესაძლებელია შემდეგი ისტორიული ძეგლების მონახულება:
- ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მუზეუმში ინახება ბრინჯაოსგან დამზადებული ძალიან ძველი კალენდარი.
- ახალქალაქის ციხის ნაქალაქარი (XI ს.) - მდებარეობს ქ. ახალქალაქთან.
- ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (XII-XIII სს.) - ახალქალაქიდან ვარძიამდე 40 კილომეტრია (ნებისმიერი ტრანსპორტით). ასევე ახალქალაქიდან ვარძიაში შეგვიძლია მოვხვდეთ შემდეგნაირად - ახალქალაქიდან ჩავიდეთ სოფ. აფნიაში და შემდეგ აფნიიდან ულამაზესი სერპანტინით დავეშვათ ვარძიაში - სოფ. აფნიამდე 24 კილომეტრია, აფნიიდან ვარძიამდე 3 კილომეტრამდე.
- შუა საუკუნეების ხერთვისის ციხე-სიმაგრე - ახალქალაქიდან 25 კმ.
- აბულის ციკლოპური ციხესთან მივალთ შემდეგნაირად - სოფ. აბულამდე ნებისმიერი ტრანსპორტით 10კმ. ხოლო შემდეგ ფეხით ან ცხენით 5 კმ. ზამთარში-თხილამურებით.
- კუმურდოს მონასტერი (X ს.) - ახალქალაქიდან სოფ. კუმურდომდე 10 კმ. მონასტერი სოფლის ცენტრშია. სოფლის განაპირას არის ძალიან ლამაზი ხევი. თუ ამ ხევს სამხრეთით გავუყვებით, 7 კმ-ს გავლის შემდეგ მივალთ სოფ. აფნიაში. აფნიიდან კი სერპანტინით - ვარძიაში.
- სამსრის კლდეში ნაკვეთი მონასტერი - (VIII-IX სს.), ახალქალაქიდან სოფ სამსარამდე 22 კმ - სასურველია ორხიდიანი ავტომობილით.
- სათხეს ციკლოპური ციხე - თუ თბილისიდან ახალქალაქში წალკის გავლით ჩამოვალთ, ნინოწმინდამდე, სოფ. სათხესთან ვნახავთ ციკლოპური ციხეს.
- თორიის ციკლოპური ციხე - ნინოწმინდიდან 12 კილომეტრში, სოფლის თავზე შეიმჩნევა ციხის ნაშთები, კედლები შემორჩენილია. იქვე არის სამლოცველო.
- ყაურმის ხიდი (XII ს.) - ნინოწმინდიდან 7 კილომეტრშია (სიგრძე 170მ, სიგანე-4მ.).