ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები

დაარსების წერლი 2014 წ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მიუნიციპალიტეტში მდებარეობს და მოიცავს სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, ასას აღკვეთილსა და როშკის ბუნების ძეგლს. მისი საერთო ფართობი 79 908 ჰა-ია. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები დედაქალაქიდან დაშორებულია 150 კმ -თ.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის მთავარ მიზანს წარმოდგენს აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ორგანული სამყაროს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია საქართველოში თავისი უნიკალური ლანდშაფტებისა და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ, იშვიათ და ენდემურ ფლორისა და ფაუნის სახეობებს. 

ლანშაფტური მრავალფეროვნების უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილი არაორგანული სამყაროს ისეთი კონტრასტული ნიმუშები,  როგორიცაა ტანიეს, ცოდვიანის, მიტხულის, კოპალასა და ასთაჯურის ტბები, უნიკალური მყინვარები და ჭაუხების მთათა სისტემა.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ძირითად ფასეულობას წარმოადგენს მთის ტყეების შუა სარტყლიდან ნივალურ სარტყლამდე წარმოდგენილი მცენარეულობა, რომელიც მოიცავს ვიწრო და დამრეც ფერდობებზე წარმოდგენილ მუხნარ, შერეულ-ფოთლოვან, ფიჭვნარ და არყით გაბატონებულ სუბალპურ ტყეებსა და ალპურ მდელოებს. მერქნიანი მცენარეებიდან აღსანიშნავია ცაცხვი, ჭნავი, ნეკერჩხალი, იფანი, პანტა, ხოლო ბუჩქნარებიდან დეკა, იელი, მოცვი, მოცხარი, ჟოლო. საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებიდან აღსანიშნავია მაღალმთის მუხა, თელა, რადეს არყი.

მაღალმთის მდიდარი მცენარეული სამყარო განაპირობებს ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, სადაც საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებიდან აღსანიშნავია ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი, შურთხი, როჭო. მტაცებელი ცხოველებიდან აღსანიშნავია მურა დათვი, ფოცხვერი, ჯიქი, წავი, ორბი, ბეგობის არწივი, ფასკუნჯი, სვავი და სხვა.

ფშავ-ხევსურეთში რეპტილიების 11 და ამფიბიების მინიმუმ 5 სახეობაა გავრცელებული, ხოლო თევზებიდან მხოლოდ ერთი (წითელწინწკლებიანი კალმახი), რომელიც საქართველოს წითელი ნუსხით არის დაცული

მწერებიდან აღსანიშნავია დღის პეპლების გლობალურად იშვიათი სახეობა აპოლონი, არაფარდი მრავალთვალა და არიონი.

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მხრივ, ფშავ-ხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მხარეა. გეოგრაფიულმა იზოლაციამ და ცხოვრების დამახასიათებელმა წესმა ხელი სეუწყო  ხევსურთა თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების წარმოშობას. რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული მაღალმთის ისეთი უნიკალური ხუროთომძღვრების მსოფლიო მემკვიდრეობის შედევრები როგორიცაა შატილი და მუცო.