თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
/ შეიქმნა 1973 წ. /
ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ლაშა მელაძე, ტელ: 577640474
ელ.ფოსტა: lasha.meladze.85@mail.ru
ფეისბუქის გვერდი: თბილისის ეროვნული პარკი/Tbilisi National Park
მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო
თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა, თუმცა, მოგვიანებით მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე ხელახლა შეიქმნა. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს, განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე და საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან შედგება. მისი ფართობია 21,036.14 ჰა.
გაფრთხილება
სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციებზე:
თბილისის ეროვნული პარკი (გარდაბნის აღკვეთილი) სოფ. ვახტანგისი და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია
საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ადმინისტრაციის დირექტორი - გიორგი ცოფურაშვილი
ტელ: 591 07 06 52
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - გენრიეტა ლოლუა
ტელ: 577 10 18 87 | ელ-ფოსტა: fisololua@gmail.com
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე