ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

/ შეიქმნა 1935 წ. /

ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღ.დ-დან 100-900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35 292 ჰა-ს შეადგენს. იგი მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან. 

ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი  ქ. დედოფლისწყაროში მდებარეობს. ადმინისტრაციულ კორპუსში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, გაეცნონ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თავისებურებებს, მომსახურების ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიონ.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე აუცილებელია ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლა. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N5
ფეისბუქის გვერდივაშლოვანის დაცული ტერიტორიები/Vashlovani Protected Areas

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - ნინო სეთურიძე

ტელ: 577 10 18 49  |  ელ-ფოსტა: nseturidze13@gmail.com

 

სერვისები

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

ბილიკები

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ Google Maps-ზე