ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
/ შეიქმნა 1976 წ.
ადმინისტრაციის დირექტორი - ოთარ წამალაიზე
ტელ: 577 96 11 88
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - გვანცა გიგაური
ტელ: 558 35 85 35 | ელ-ფოსტა: gvanci9191@gmail.com
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - გიგა ალიბეგაშვილი
ტელ:579 66 66 50 | ელ-ფოსტა: g.malibegashvili@gmail.com
ფეისბუქის გვერდი: ყაზბეგის ეროვნული პარკი/Kazbegi National Park
მისამართი: ალ. ყაზბეგის შესახვევი N2
ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.
ყაზბეგის ეროვნული პარკი, მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობისა, ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის.
გაფრთხილება
სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციებზე:
თრუსოს ხეობა, მყინვარწვერი, დევდორაკის ხეობის სათავე, დარიალის ხეობაში საბაჟო გამშვები პუნქტის ორივე მხარეს, ხდის ხეობა
საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე