ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი

გიორგი სულამანიძე

ტელეფონი:  +995 577 101 845
ელ-ფოსტა: gsulamanidze@apa.gov.ge 

 

 


განათლება/კვალიფიკაცია

2011  წლიდან  დღემდე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი;

2004 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ბიოლოგ-გენეტიკოსის და პროფილაქტიკური მედიცინის ექიმის სპეციალობით.


სამუშაო გამოცდილება

2010 წლიდან დღემდე არის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი;

2008 - 2010 წლებში იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი;

2008 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’საქართველოს ახალგაზრდა ნატურალისტთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების“ პროექტ ‘’კავკასიური სალამანდრას კონსერვაციის და ნიამორის რეინტროდუქციის ხელშეწყობა ნეძვის აღკვეთილში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“ დირექტორი ;

2008 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიოსფერო“-ს პროექტ „არჩვის კონსერვაციის ხელშეწყობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“ დირექტორი;

2007 წელს იყო განვითარების სამმართველოს სტაჟორი დაცული ტერიტორიების დეპარტამენტში;

2006 წელს იყო საინიციატივო ჯგუფის პროექტ ,,დასავლეთ კავკასიური ჯიხვის (Capra caucasica) კონსერვაციის ხელშეწყობა საქართველოში“ თანაავტორი და საველე ექსპედიციების კოორდინატორი;

2006 წელს იყო ,,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევათა ცენტრი NACRES”-ის, პროექტ „ევრაზიული წავის კონსერვაცია საქართველოში“ საველე ასისტენტი;

2005 წელს იყო შპს ,,ბიზნესი სახეობათა გადარჩენისთვის“ საველე ოფიცერი;

2004 - 2006 წლებში  იყო ,,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევათა ცენტრი“ Nacres-ის სამი კონსერვაციული პროექტის მოხალისე.