ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი

რევაზ მოისწრაფიშვილი

ტელეფონი:  +995 577 101 812  
ელ-ფოსტა: rmoistsraphishvili@apa.gov.ge 

 



განათლება/კვალიფიკაცია

1976 წელს დაამთავრა აზოვის შავი ზღვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობა, სოფლის მეურნეობის ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.


სამუშაო
გამოცდილება

2006 წლიდან დღემდე არის ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი.

2002 - 2006 წლებში იყო კინტრიშის  სახელმწიფო ნაკრძალისა და სსიპ ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილისა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი;

1995 - 2002 წლებში იყო კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი;

1992 - 1995 წლებში იყო ქობულეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;

1991 - 1992 წლებში იყო ქობულეთის რაიონის პრეფექტის მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ქობულეთის რაიონის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე;

1987 - 1991 წლებში იყო ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე;

1984 - 1987 წლებში იყო საქართველოს კპ ქობულეთის რაიკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე;

1984 - 1986 წლებში იყო აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მექანიზაციის ელექტროფიკაციის მელიორაციის, ტრანსპორტისა  და მატერიალურ ტექნიკური მომარაგების დარგში;

1982 - 1984 წლებში იყო ქობულეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების მთავარი ინჟინერ-მექანიზატორი;

1979 - 1982 წლებში იყოქობულეთის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველო, უფროსი ინჟინერ-მექანიზატორი;

1978 - 1979 წლებში იყო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „საქართველოს სპეცმშენი“-ის ქობულეთის მმკ-65, სახაზო მექანიკოსი;

1976 - 1978 წლებში იყო ვორონეჟის ოლქის კალაჩეევის „სოფტექნიკის“ რაიონული განყოფილების სარემონტო სახელოსნოს გამგე;

1970 - 1972 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთი სამხედრო საზღვაო ფლოტის ავიაციის მეზღვაური;

1967 - 1969 წლებში იყო ქობულეთის სოფტექნიკის განყოფილების ზეინკალი;

1964 - 1970 წლებში იყო ქობულეთის რაიონის რადიორედაქციის დიქტორი.