ისტორია

ისტორია

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩამოყალიბებამდე აღნიშნულმა სტრუქტურამ განვითარების მრავალი ეტაპი გაიარა.

1951 წლამდე საქართველოში არსებობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ნაკრძალების სამმართველო.

1952 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სანადირო მეურნეობის საქმეთა სამმართველო, რომელიც 1953 წელს სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით შევიდა სოფლის მეურნეობისა და დამზადების სამინისტროს შემადგენლობაში.

1954 - 1957 წლებში შეიქმნა ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სამმართველო, რომელიც კვლავ ექვემდებარებოდა სსრ სოფლის მეურნეობისა და დამზადების სამინისტროს.

1957 – 1965 წლებში არსებობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სატყეო მეურნეობის ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო, რომელიც 1967-დან 1975 წლამდე განაგრძობდა ფუნქციონირებას, როგორც საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველო.

1975 – 1980 წლებში ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სამმართველო სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაშია, რომელიც 1980 წლიდან 1992 წლამდე ფუნქციონირებს, როგორც მთავარი სამმართველო.

1992 წლიდან 1997 წლამდე უწყება საქართველოს რესპუბლიკის ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველოა

1997 წლიდან 2004 წლამდე უწყება საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტად ყალიბდება.

2004 წლიდან შეიქმნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი;

2008 წლის 1 თებერვლიდან ყალიბდება და ფუნქციონირებას იწყებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცული ტერიტორიების სააგენტო.