წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

 








თუ ბილიკის დალაშქვრას გადაწყვეტთ, აუცილებელია, წინასწარი რეგისტრაციის გავლა ვიზიტორთა ცენტრში

/ 54 კმ, 4 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნიამორების ვოლიერი,შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი - სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე

ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან (1000 მ. ზღვის დონიდან), ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრის გავლით სრულდება მარელისის მცველთა თავშესაფართან. (ან პირიქით).

ეორვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგო 27 კმ-ში მდებარეობს.

ბილიკის სიგრძე არის 54 კმ. აქ ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი ტყეები, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. ბილიკის პირველი მონაკვეთი მდინარის ხეობას მიუყვება და შემდეგ ვიწრო ბილიკით ადის მთების ფერდობებზე. დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ პირველი პანორამული ხედები გელით, დღის მეორე ნახევარი მთის ფერდობებს მიუყვება რომლებიდანაც შესანიშნავი მცირე კავკასიონის პანორამული ხედები იშლება.

ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ (1900 მ. ზღვის დონიდან) მეორე დღის ლაშქრობა სუბალპურ და ალპურ მდელოებს მიუყვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი სამეცხვარიოსაკენ (2642 მ.), სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარში ღამისთევის შემდეგბილიკი ეშვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალიდან დაბლა, 19 კმ. მანძილის დაფარვის შემდეგ გზად თქვენ გაივლით მთა რკინის ჯვართან, რომელზეც ლეგენდის თანახმად ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა. მესამე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025 მ. ზღვის დონიდან), მეოთხე დღეს მარშრუტი მიუყვება მდინარის ხეობას და ყველაზე მარტივია.

შესაძლებელია ერთი ღამისთევის დამატება ქვაზვინევის რეინჯერთა თავშესაფარში./ ან კარვებში.

#2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი სრულდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი, 9 კმ. საშუალოდ 4-5 საათი. ღამისთევა კარავში ან მცველთა თავშესაფარში (სადაც სამი საწოლია)

დღე 3: სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი. 19 კმ. საშუალოდ 7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.

დღე 4: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი. 10 კმ. საშუალ

ოდ 4-5 საათი.

ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა

GPX-Track