ოკაცეს კანიონი
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორდის მიდამოებში მდებარეობს.
ვიზიტორთა ცენტრი: სოფელი გორდი
ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.
მომსახურების სახეები და ღირებულება
-
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
შენიშვნა: ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1მ-სა და 20 სმ-ს. - ბილეთი არასრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;
- ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 12 ლარი. (საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!);
- სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 20 ლარი;
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო;
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო;
- სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი;
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
სამუშაო დღეები: ყოველდღე
სამუშაო საათები: 10:00-დან 17:00 საათამდე
ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, წვიმასა და თოვლში ბილიკზე გასვლა აკრძალულია.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
თამარ კირთაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 595 03 60 47, ელფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com