ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის დაცული ტერიტორიები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს მოიცავს.

ვიზიტორთა ცენტრი: ქ. ახალქალაქი, ნინოწმინდა-კარწახის გზაჯვარედინი N1

ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის.  

 

 

 

 

 

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:

  • კარავი -10 ლარი;
  • ზურგჩანთა - 5 ლარი;
  • საძილე ტომარა - 5 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი (22 ადამიანზე) - 120 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 5 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
  • თოვლის ფეხსაცმელი - 15 ლარი; ყოველი დამატებითი დღე - 10 ლარი;
  • ველოსიპედი - 25 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 20 ლარი;
  • ელექტროველოსიპედი - 50 ლარი;
  • ცხენის ქირაობა სოფ. სამებაში - 1 სთ. - 5 ლარი; 1 დღე - 50 ლარი, საკონტაქტო პირი: ერვანდ სუმბულიან, ტელ: 551 08 55 24
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა - 10 ლარი (თევზჭერის დღიური ლიმიტია 15 კგ-მდე)

შენიშვნა: თუ დაჭერილი ერთი თევზის წონა აღემატება 15 კილოგრამს, დაუშვებელია მეტი თევზის დაჭერა.

ტურისტული სეზონი გრძელდება აპრილიდან ნოემბრამდე

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია აპრილი-ნოემბერი;
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისათვის საუკეთესო პერიოდია მაისი-ოქტომბერი.
შენიშვნა: ჯავახეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისათვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ: 

თამაზ კარაპეტიანი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვის სამსახურის უფროსი
ტელ: 577 64 04 82, ელფოსტა: tkarapetiani@apa.gov.ge

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ MyGeorgia-ზე
გვიპოვეთ Google Maps-ზე