მარტვილის კანიონი

 

 

მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ვიზიტორთა ცენტრი: სოფ. ინჩხური

ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი  ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.

ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

 

შესვლის ღირებულება: 

  • საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი პირები - 9 ლარი;
  • სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე - 15 ლარი;
  • ნავით გასეირნება - 1 ადამიანი - 13 ლარი;

 

დამატებითი შეთავაზება:

  • სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი;


სამუშაო საათები: 10:30-დან 17:00 საათამდე.

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

 

შენიშვნა:

  • ვიზიტორთა უსაფრთხოებისათვის, სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა წვიმასა და თოვლში აკრძალულია წყლის დონის მომატებიდან გამომდინარე
  • ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. აქტიური სეზონი გრძელდება აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • სანაოსნო მარშრუტით სარგებლობისათვის ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს.
  • ნავის მართვაში მენავესთან ერთად მონაწილეობენ ვიზიტორებიც.
  • ნავში შესაძლებელია 6 ადამიანის განთავსება
  • სასურველია ჩაიცვათ სპორტულად და თავისუფლად, სპორტული ფეხსაცმელი.

 

ვიზიტორების უსაფრთხოებისა და ბუნების ძეგლის შენარჩუნების მიზნით ვიზიტორებს ბილიკზე გადაადგილებისას ეკრძალებათ:

  • ბილიკით სარგებლობა არასამუშაო საათებში
  • ხეებზე და კლდეზე ასვლა, მოაჯირზე ჩამოჯდომა, სირბილი, ხტუნვა ბილიკებზე, ხიდებზე და გადასახედებზე
  • გადასახედ პლატფორმებზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტის გადაადგილება
  • 14 წლამდე მოზარდების შესვლა ზედამხედველის გარეშე
  • ბილიკზე გადაადგილება არაფხიზელ მდგომარეობაში
  • ნავიდან გადმოსვლა სანაოსნო ტურის განმავლობაში
  • სანაოსნო მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხოების ჟილეტის გარეშე
  • ნაგვის დაყრა
  • ბუნებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება, წარწერების გაკეტება
  • ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება
  • ხმაური
  • მცენარეების მოწყვეტა
  • სიგარეტის მოწევა
  • შინაური ცხოველის შეყვანა ბილიკზე
  • ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილება
  • ველოსიპედითა და მოტორიანი ტრანსპორტით გადაადგილება
  • ბანაობა
  • თევზაობა
  • ბილიკზე გადაადგილება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ანი წიქარიშვილი, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი, ტელ: 595 80 54 55; ელ-ფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com