ნავენახევის მღვიმე

ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში,  სოფ. ნავენახევში მდებარეობს.

ვიზიტორთა ცენტრი:  სოფ. ნავენახევი.

განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ი მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია. 

ადგილზე თქვენ დაგხვდებათ:

  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ამფითეატრი
  • კაფეტერია
  • სუვენირების მაღაზია
  • საგანმანათლებლო სივრცე
  • საბავშვო გასართობი სივრცე

 

 

 

 

 

შესვლის ღირებულება:

  • საქართელოს მოქალაქე და რეზიდენტი პირი - 7 ლარი;
  • სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 4 ლარი;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 10 ლარი;
 

აქცია: 2019 წლის 1 იანვრამდე, ნავენახევის მღვიმის დასათვალიერებლად მოქმედებს სააქციო ფასი, რომლის ღირებულებაც ყველა კატეგორიის ვიზიტორისთვის შეადგენს 6 ლარს;

 

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;

ქ. თბილისი - ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი - ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი 7 კმ. ხანგრძლივობა - 15 წთ.


ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

სამუშაო საათები: 10:00-დან 17:00 საათამდე

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

თეონა ცხადაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 593 78 91 78

ალექსანდრე გიგინეიშვილი, სერვის მენეჯერი ტელ: 595 26 21 37   ელ-ფოსტა: aleqsandreg@gmail.com

 

ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობანი
გვიპოვეთ MyGeorgia-ზე 
გვიპოვეთ Google Maps-ზე