იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დამატებითი ღირსშესანიშნაობანი

იმერეთის რეგიონი ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა სიმრავლით გამოირჩევა. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისას, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ:

  • გელათის სამონასტრო კომპლექსი - XII საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. გელათში. ძეგლი იუნესკოს (UNESCO) მიერ არის დაცული, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ ქ. ქუთაისიდან ტყიბულის მიმართულებით. მანძილი ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან გელათის სამონასტრო კომპლექსამდე შეადგენს 8,5 კმ-ს. ფოტო გალერეა

  • მოწამეთას ეკლესია- X საუკუნის მოწამეთას ეკლესია მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოწამეთაში. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ ქ. ქუთაისიდან ტყიბულის მიმართულებით. მანძილი ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან მოწამეთას ეკლესიამდე შეადგენს 6 კმ-ს. ბოლო 500 მეტრიანი მონაკვეთის გასავლელად აუცილებელია მანქანიდან ჩამოსვლა და ფეხით სიარული. ფოტო გალერეა

  • ბაგრატის ტაძარი - XI საუკუნის ბაგრატის ტაძარი მდებარეობს ქ. ქუთაისში. ძეგლი იუნესკოს (UNESCO) მიერ არის დაცული, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი. მისასვლელად აუცილებელია წითელი ხიდიდან გეზი ავიღოთ „გორა“-ს დასახლებისაკენ. მანძილი წითელი ხიდიდან ტაძრამდე შეადგენს 1 კმ-ს. ფოტო გალერეა

  • უბისის მონასტერი - IX საუკუნის უბისის ეკლესია მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თბილისი - ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში.