2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა.
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა.
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსს საქართველოში 4 დაცული ტერიტორია ატარებს: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები (მადათაფას და ბუღდაშენის ტბები).
აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში, კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ პარკებთან ერთად, სწორედ კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები შევიდა, ნომინაციით „საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“.
2026 წელს, მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დღის თემაა: ‘Wetlands and Traditional Knowledge: Celebrating Cultural Heritage - ჭარბტენიანი ტერიტორიები და ტრადიციული ცოდნა’, რაც ხაზს უსვამს, რომ ჭარბტენიანი ტერიტორიები მხოლოდ ბუნებრივი ეკოსისტემები არ არის, არამედ ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრებით ჩამოყალიბებული ბუნებრივი და კულტურული სივრცეებია.
ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 1997 წლიდან აღინიშნება. თარიღი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მისი მნიშვნელოვნების შესახებ.
