2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

მათ შორის, ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა პოლონეთიდან (52,303), გერმანიიდან (27,151), ლატვიიდან (24,379) და ლიტვადან (20,735).

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული პარკების ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში, სააგენტომ ბოლო წლებში მონაწილეობა მიიღო არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურისტულ და სათავგადასავლო გამოფენაში, მათ შორის: ITB Berlin, Travel and Adventure Show, Saudi Travel Market, COTTM 2024 (ჩინეთი), Hong Kong International Travel Expo და სხვა.

აღსანიშნავია ის საერთაშორისო აღიარებები, რომლებიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებს სხვადასხვა დროს აქვს მოპოვებული. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი, ევროპული დიპლომი, რამსარის კონვენცია და სხვა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც უნიკალური ეკოტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას და მოგზაურობით დაინტერესებას.