2025 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 283 ფაქტი გამოავლინეს

2025 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 283 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედებებია, მათ შორის, ხის ჭრა, ნადირობა, თევზაობა, იარაღით გადაადგილება, უკანონო ძოვება.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და ჩვენი ქვეყნის ბუნებას იცავს.

ეფექტიანი მონიტორინგისა და სწრაფი რეაგირების მიზნით რეინჯერები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს — SMART სისტემებს, ფოტოხაფანგებსა და სითბურ დრონებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამართალდარღვევების პრევენციისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობას.