31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღეა!

31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღეა!
შავი ზღვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოსაგანმანათლებლო კვირეული გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მონაწილეებს ლექცია-სემინარი ჩაუტარეს, სადაც ისაუბრეს შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობაზე.
სემინარის შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეკოტურში, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტულ მარშრუტზე „პალიასტომი–ფიჩორი“ გაიმართა. ტურის დაწყებამდე გაეცნენ პარკის უნიკალური ეკოსისტემებისა და შავი ზღვის აკვატორიის მნიშვნელობას.
კოლხეთის ეროვნული პარკი მოიცავს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ ტერიტორიას საქართველოში, სადაც ბინადრობს იშვიათი იხტიოფაუნა და მრავალი უნიკალური სახეობა.
აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი რამსარის კონვენციით აღიარებული მსოფლიო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა; 2021 წლიდან კი UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაშია.