ბილიკების მარკირება თუშეთის ეროვნულ პარკში
თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ბილიკების მარკირება განხორციელდა. სამუშაოები პროექტის „შერჩევითი ღონისძიებების განხორციელება თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმიდან“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსტეტების სტუდენტებმა მიიღეს.
სრულად მოინიშნა შემდეგი ტურისტული მარშრუტები: კესელო-ქუე, დართლო-კვავლო, დიკლო და დოჭუ. ნაწილობრივი მარკირება განხორციელდა დაქუეხის, წოვათას, გონთას, სიყვარულის ციხის და ალაზნისთავის ბილიკებზე.
თუშეთის ეროვნულ პარკში სულ 11 ტურისტული ბილიკია.