დაცული ტერიტორიების სააგენტო 3 დაცული ტერიტორიის: რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილისა და ტანას აღკვეთილის ზუსტი საზღვრების დადგენას იწყებს.

   დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, საკონსულტანციო კომპანია GOPA-ს მხარდაჭერით გამოცხადდა ტენდერი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილისა და ტანას აღკვეთილის ზუსტი საზღვრების დასადგენად. აღნიშნული ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებას, რომლის ფარგლებშიც მოხდება ზედდების გასწორება კერძო საკუთრებებთან და ისეთ ობიექტებთან, რომლებიც მოცემული მომენტისთვის არ შეესაბამება დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. 

 

   ინფორმაცია აღნიშნული ტენდერის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 

   რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილისა და ტანას აღკვეთილის ზუსტი საზღვრების დემარკაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის არსებული საგრანტო პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA.