დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნება და მონიტორინგი წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულების მხარდაჭერის კუთხით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არაერთ დონორ ორგანიზაციასთან. მემორანდუმი, რომელიც სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ შორისგაფორმდა, პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“ განხორციელებას მოიცავს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ პროექტის მენეჯერმა, ალექსანდრე მიქელაძემ.
პროექტის „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“ ფარგლებში, მოხდება ჭაჭუნას აღკვეთილისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ველურ ბუნებასა და ფერმერებს შორის, მოხდეს ეკოლოგიური მთლიანობის აღდგენა, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი სახეობების დაცვა, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაზრდა და მეცხვარეობის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების არეალი ზამთრის საძოვრებისთვის გამოიყენება.