დავით მარკოზაშვილმა თბილისის ეროვნული პარკის ვეტერანი რეინჯერი მოინახულა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა თბილისის ეროვნული პარკის ვეტერან რეინჯერს, რობიზონ აბუაშვილს რეინჯერთა საერთაშორისო დღე მიულოცა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობის სიგელი და კომპენსაცია გადასცა.
რობიზონ აბუაშვილი თბილისის ეროვნულ პარკში აღდგენის დღიდან მუშაობდა. მას 2009 წლის 19 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საკონტროლო უბანზე ინსულტი დაემართა და საწოლს მიეჯაჭვა. რობიზონ აბუაშვილი გამოირჩეოდა კანონაღსრულების და სამსახურეობრივი მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულების კუთხით.
რეინჯერთა საერთაშორისო დღე და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ თუ გარდაცვლილ რეინჯერთა ხსოვნას ეძღვნება.