ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, თეთრობის აღკვეთილის მიმდებარედ, 100 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, თეთრობის აღკვეთილის მიმდებარედ, 100 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სააგენტო ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებასა და მათი ბუნებრივი პოპულაციების გამყარებას.
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, თეთრობის აღკვეთილის მიმდებარედ, 100 ფრთა კაკაბის ველურ ბუნებაში გაშვება განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით.
კაკბები ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს საჩუქრად გადასცა საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალურ ფრინველთა ჯიშების გამრავლებას და შემდეგ ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს.
