ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. N23-ში (ს/კ 64.03.15.271) მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის (სასტუმროს 4 ნომერი და კაფეტერია შესაბამისი აღჭურვილობით, 370 კვ.მ. ფართი) სარგებლობის უფლებით იჯარით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. N23-ში (ს/კ 64.03.15.271) მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის (სასტუმროს 4 ნომერი და კაფეტერია) რეაბილიტაცია, რემონტი და სათანადო ინვენტარით აღჭურვა ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით;

ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიზნითშესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ინვესტიცია; ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“ და “ა.ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები დადასტურება განხორციელდება შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას შესაბამისი ვალდებულების შესრულების თაობაზე და გაცემული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ;

გ) საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვროს ყოველწლიური ბრუნვის 10%-ის ოდენობით (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ქონებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ქონების სარგებლობაში მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, გადაცემული ქონების სარგებლობისათვის დამატებით გადაიხადოს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი;

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 180 (ას ოთხმოცი) ლარით (ქონების საბალანსო ღირებულების 0.2%);

ე) აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვროს ბრუნვის 1%-ის ოდენობით;

ვ) სარგებლობის ვადა განისაზღვროს 25 (ოცდახუთი) წლით;

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს