ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა
		
	
	
	ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა.
მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.
დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული გარკვეული რეკომენდაციები დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში აისახება.
პროექტის მხარდამჭერია გერმანიის მთავრობა (KFW/SPPA).
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების გუნდის, ადგილობრივი „მრჩეველთა რეგიონული საბჭოს“, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
					