გურიაში ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გურიაში ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა (WWF), ადგილობრივ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გურიაში ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები გააცნეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოფილმის ჩვენება.
გურიის ეროვნული პარკის დაარსება მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას;
ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ახორციელებს.